შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს — თავი მინტეჰმა გამოიჩინა. 23-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარში ანგარიში ორჯერ შეიცვალა და ორივეჯერ გოლები სტუმრებმა გაიტანეს. მე-60 წუთზე გოლი მიტომამ გამოიჩინა, ხოლო 76-ე წუთზე მანჩესტერელთა კარი რუტერიმაც აიღო და ბრაიტონმა 1-3 მოიგო.
22 მატჩის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს მხოლოდ 26 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო ბრაიტონი 34 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ამორიმის გუნდი ფულემს ესტუმრება, "თოლიები" კი ევერტონს უმასპინძლებენ.






![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)




