ბრედ ფრიდელმა ლივერპულის მეკარეების შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოთქვა იმედი, რომ ალისონ ბეკერი მერსისაიდულ კლუბში დარჩება. ამის გარდა, ამერიკელმა ექს-გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივებში ეჭვი შეიტანა.
"იმედი მაქვს, რომ ალისონი ლივერპულში დარჩება. დიახ, მას ჰქონდა ტრავმები, თუმცა ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება. თუ ბეკერის წასვლა მაინც გარდაუვალია, არ მინდა მისი სხვა ინგლისურ კლუბში ხილვა. იმედი მაქვს, ვერასდროს ვნახავ, თუ როგორ თამაშობს ბრაზილიელი გოლკიპერი მერსისაიდელთა წინააღმდეგ.
რაც შეეხება მამარდაშვილს, დიახ, მას ჰქონდა რამდენიმე კარგი მატჩი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის "წითლების" მთავარ მეკარეობას. ამ მომენტისთვის თავს შევიკავებდი გიორგის პერსპექტივებზე საუბრისგან. ის აუცილებლად იპოვის თავის ადგილს და მეეჭვება, რომ მას მთელი კარიერა სათარიგო კიპერად ყოფნის იდეა ხიბლავდეს", - განაცხადა ენფილდის მკვიდრთა ყოფილმა კარის დარაჯმა.








