პრემიერ ლიგის 37-ე ტურის გახსნითი მატჩი ბირმინგემში გაიმართა, სადაც ასტონ ვილამ ლივერპულს უმასპინძლა.
მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც უნაი ემერის გუნდმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი მამარდაშვილმა 7.2 რეიტინგი დაიმსახურა, ლივერპულის ფანებმა მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი მეკარე მაინც საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს.
"მამარდაშვილი ვალენსიაში ნამდვილად კარგი იყო? რისთვის ვიყიდეთ ის?"
"მამარდაშვილს ამ სეზონში კარის მიმართულებით 29-ჯერ დაურტყეს, საიდანაც 23-ჯერ გოლი გაუშვა... ეს ყოველივე მიუღებელია"
"ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურად არ მჯერა, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონში ჩვენი პირველი ნომერი იქნება - ახალი მეკარე გვჭირდება"
"მამარდაშვილი ძალიან სუსტია... არ მინდოდა ამის დაწერა, ხშირად მას ვიცავდი კიდევაც, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი"
"მამარდაშვილთან ერთად პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება ძალიან გაგვიჭირდება"
"გიორგი კარგი მეკარეა, მაგრამ ლივერპულის დონის ნამდვილად არაა"
"ალისონი თუ წავა, ახალი პირველი ნომერი დაგვჭირდება. მამარდაშვილი მაქსიმუმ როტაციაში გამოგვადგეს"
"მამარდაშვილი ახალი პირველი ნომერი ვერ გახდება"








