ინტერ მაიამის ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა დაადასტურა, რომ MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. ესპანელი შუახაზელის მოქმედი ხელშეკრულება ფლორიდელებთან გათვლილია 2025 წლის 31 დეკემბრამდე და როგორც ვხედავთ, ის აღარ გახანგრძლივდება.
"მთელი გულით მადლობა ყველას და ფეხბურთს ყველაფრისთვის. თქვენ ყოველთვის იქნებით ამ შესანიშნავი ისტორიის ნაწილი."
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ბარსელონაში, რომლის შემადგენლობაში მან ჩაატარა 720-ზე მეტი შეხვედრა და მოიგო 32 ტიტული. კატალონიელთა აღზრდილი შუახაზელი კარიერის ბოლოს გადავიდა "ვაის სიტიში", სადაც ის შეხვდა ძველ თანაგუნდელებს: ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ხორდი ალბას.
ცალკე გამოსარჩევია "ბლაუგრანას" ყოფილი ხუთიანის სანაკრებო კარიერა - 140-ზე მეტი მატჩი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ტიტულები. ამის გარდა, 37 წლის შუახაზელი არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა სიმბოლურ გუნდებსა და ინდივიდუალური ჯილდოების მომგებთა რიცხვში.








