პორტუგალიასთან წაგებული 4:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ გააკეთა.
"წითელი ბარათის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ფეხბურთია და წითელი ბარათისგან დაზღვეულები არავინ ვართ და ჩემი მხარდაჭერა ოდიშარიას.
ჩვენი სათამაშო სტილის და მწვრთნელის დამსახურებაა, რომ ასეთ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ. უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი მაინც შედგა.
ყველა ფეხბურთელის გონებაში იქნება სულ ჩარჩენილი, რომ საფრანგეთთან რომ მოგვეგო, რა იქნებოდა", - განაცხადა ლომინაძემ.








