ხვიჩა კვარაცხელია ატარებს საოცარ სეზონს - წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ლიგა 1-ის ტიტული კი უკვე მოპოვებულია. ამის მიუხედავად, არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველ ვინგერს აკრიტიკებენ, მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო.
"კვარაცხელიას ლიგა 1 არ აინტერესებს საერთოდ და ლანსთან მატჩშიც ის ცუდად თამაშობდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სასაცილოა - ევროსარბიელზე ხვიჩა ატყუებს ყველა მოწინააღმდეგეს, მაგრამ საფრანგეთში ის სულ სხვა მოთამაშეა. ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც, არის თუ არა ძირითადში ქართველი ვინგერი?!
ამის მიუხედავად, პარის სენ-ჟერმენის შემტევის გაკრიტიკება შეუძლებელია. მატჩში, რომელშიც 28 წუთის განმავლობაში თამაშობდა ცუდად, პსჟ-ს მე-7 ნომერმა საჩემპიონო ბურთი შეაგდო. დიახ, საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იმისკენ, რომ ის საოცარი მოთამაშეა", - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა.








