ბოლო დღეებში, აქტიურად იწერება, რომ პსჟ მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე იმუშავებს.
ამ შესაძლო ტრანსფერს ფრანგული პრესა ეხმაურება და წერენ, რომ პარიზელთა შეტევა კიდევ უფრო შეუჩერებელი გახდება.
"პსჟ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობს და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ახალ, შეუჩერებელ შემტევ ტრიოს ვიხილავთ - დემბეკე-კვარაცხელია-ალვარესი.
დემბელე ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულია, კვარაცხელია კი ამ სეზონში საოცრებებს გვთავაზობს და ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამორჩეულია. თუ მათ ალვარესიც დაემატება, მათი შეჩერება კიდევ უფრო გართულდება.
არის ერთი პრობლემა - მათ ფონზე, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე დაიჩრდილებიან, მაგრამ ჯერ ეს ტრანსფერი უნდა შედგეს", - წერს Le10sport.
🚨🔴 El periodista Martín Petón, con llegada en el Atético de Madrid.
— Fútbol Fichajes (@FutboolFichajes) May 12, 2026
"Mi impresión es que Julián Álvarez ya está vendido al PSG" 🇦🇷⏳🇫🇷 pic.twitter.com/OayhDEtOUG












