La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, გუნდში მისვლიდან არასრულ ერთ თვეში, ლევან კორღალიძემ გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
შეგახსენებთ, დილამ კორღალიძე ოფიციალურად 13 მაისს წარადგინა. ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძვანელობით, დილამ 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3-ჯერ დამარცხდა, ხოლო ერთხელ ფრე ითამაშა.
გორის დილა ახალ მთავარ მწვრთნელს უკვე ეძებს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ფოტო: გორის დილა











