2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში მათ საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, რომელიც მუნდიალის მოგებაზე მთელი კარიერა ოცნებობდა.
"ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი ღმერთზე და მის სურვილებზეა დამოკიდებული. ის წყვეტს, რა მოხდება. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველაფერს, რაც ხდება, რაღაც მიზეზი აქვს. ასე იყო მსოფლიო ჩემპიონობაც.
ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც მომცა. მსოფლიო ჩემპიონობა ჩემთვის საუკეთესო ცხოვრებისეული მოგონებაა", - განაცხადა მესიმ.
აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი კილიან მბაპე 8 გოლით გახდა, მესიმ 7 გოლი გაიტანა.