აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.
აღნიშნულ წონაში, საქართველოს ღირსებას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე იგებნდნე, თუმცა, ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ და უმედლოდ დარჩნენ.
ლუკა მაისურაძე პირველივე რაუნდში სერბ რუტოვიჩთან დამარცხდა იუკოთი, ხოლო ლაშა ბექაურმა ორი ბრძოლა მოიგო, თუმცა, 1/8 ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან იპონით დამარცხდა.











