ოფიციალურად — LaGazzetta.ge-ის ფენტეზი ლიგა დასრულდა! სულ რამდენიმე საათის წინ პრემიერ ლიგის 2024/25 სეზონის ბოლო ტური ჩატარდა, სადაც გაირკვა ლივერპულთან და არსენალთან ერთად რომელი გუნდები იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში. მომავალ წელს, პრემიერ ლიგას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 6 გუნდი ეყოლება წარმოდგენილი. ზემოხსენებული გუნდების გარდა, ტურნირზე მონაწილეობას მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ნიუკასლი და ტოტენჰემიც მიიღებენ. ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგის თასის მოგების შემდეგ მოხვდა.
ახლა რაც შეეხება ჩვენს ფენტეზი ლიგას, ბოლო ტურებში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ, სადაც საბოლოო ჯამში გამარჯვება Mithridates Eupator მოიპოვა! მენეჯერმა 2667 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ Luxon-ს, 4 ქულით გაასწრო. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ Dolya Kvishkhetskaya-ს ვხვდებით, კერძოდ 2660 ქულით.
ჩვენი ფენტეზის გამარჯვებული დასაჩუქრდება iPhone 16 Pro-თი! მეორე ადგილზე გასული მიიღებს Apple Macbook Air 13-ს, ხოლო მესამე ადგილზე - Playstation 5-ს. საპრიზო ადგილებზე გასულ მენეჯერებს გთხოვთ მოგვწეროთ LaGazzetta.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.







