მილანში, La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორივე მხარემ გასული სეზონის შედეგები გააანალიზა და სამომავლო განვითარებისა და პოტენციური რეგიონული გაფართოების გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა Gazzetta-ს ბრენდის ძლიერ ზრდას საქართველოში, ადგილობრივი საზოგადოების მზარდ ჩართულობასა და ქართველი სპორტის გულშემატკივრებისთვის ინოვაციური კონტენტ სტრატეგიების წარმატებით განხორციელებას.
La Gazzetta dello Sport-ის დირექტორმა, ჯანლუკა ვარანომ, ზემოხსენებული პროგრესით კმაყოფილება გამოთქვა:
"ჭეშმარიტად საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება Gazzetta-ს ბრენდი საქართველოში, თუ როგორ იპყრობს ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ვნებასა და ზოგადად რეგიონში როგორ ამკვიდრებს სპორტულ ჟურნალისტიკაში ახალ სტანდარტს. ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ამ მოგზაურობის ერთად გაგრძელებაში."
"La Gazzetta dello Sport-თან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, გლობალურად აღიარებული სპორტული მედია ბრენდი ქართველ გულშემატკივრებთან უფრო ახლოს წარმოგვეჩინა. ჩვენ ვამაყობთ მიღწეული პროგრესით და სრულად ვართ ერთგულნი Gazzetta-ს საქართველოში შემდგომი განვითარებისა და რეგიონული შესაძლებლობების ერთობლივ ათვისებაში."
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს პოტენციური თანამშრომლობა და რეგიონული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს Gazzetta-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას, ამავდროულად, სპორტულ მედიაში ბრენდის ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციებისადმი ერთგულების შენარჩუნებას.







