მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მორიგი მატჩი გაიმართა პასადენაში, სადაც ერთმანეთს B ჯგუფის ფავორიტები პსჟ და ატლეტიკო მადრიდი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება პარიზულ კლუბს დარჩა.
მატჩი მონაწილეობა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა 72 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარამ ჯერ ფაბიან რუისს გაატანინა, შემდეგ კი ვიტინიას.
ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო მატჩს ბოტაფოგოსთან ჩაატარებს. შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ატლეტიკო მადრიდის მომდევნო მატჩს, ჩოლო სიმეონეს გუნდი სიეტლ საუნდერსს დაუპირისპირდება.
პსჟ 4-0 ატლეტიკო მადრიდი
გოლები: 1-0 ფაბიან რუისი 19', 2-0 ვიტინია 45+1', 3-0 სენი მაიულუ 87', 4-0 ლიი კანგ-ინი (პენ.) 90+7'.
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე გადაცემა
19' | GOAAAAAL! @FabianRP52 puts @PSG_English ahead with a brilliant effort!
— DAZN Football (@DAZNFootball) June 15, 2025
WATCH Paris Saint-Germain-Atlético de Madrid in the @FIFACWC NOW! | June 14 - July 13 | Every Game | Free | https://t.co/i0K4eUtwwb | #FIFACWC #TakeItToTheWorld #PSGATM pic.twitter.com/MTvGi8dXDL
ხვიჩა კვარაცხელიას მეორე საგოლე გადაცემა
45 + 1' | GOAL @vitinha -- brilliant strike to double the lead for @PSG_inside
— DAZN Football (@DAZNFootball) June 15, 2025
WATCH Paris Saint-Germain-Atlético de Madrid in the @FIFACWC NOW! | June 14 - July 13 | Every Game | Free | https://t.co/i0K4eUtwwb | #FIFACWC #TakeItToTheWorld #PSGATM pic.twitter.com/4J78kUhXET
დღეს გამართული სხვა მატჩების შედეგები:
ალ აჰლი 0-0 ინტერ მაიამი
ბაიერნი 10-0 ოკლენდ სითი












