ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მთავარი კვეთა გიორგი მამარდაშვილზე გადის, რომელიც ესპანეთში წარმატებულად თამაშობს და იქაურ გარემოს იცნობს.
გუშინ, მამარდაშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში თავისი ნაკრების შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ხოლო მისი ფრაზა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ავტორიტეტული გამოცემის, Marca-ს დღევანდელი ნომრის მთავარ გარეკანზე მოხვდა.
"კვარაცხელია ყველა ესპანელ ფეხბურთელს ჯობია"