ლუიშ ფიგუმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ახსენა კილიან მბაპე და როდრი ერნანდესი, ასევე პარი სენ-ჟერმენის რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ არა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასულ სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის MVP-ი გახდა.
"ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი? რამდენიმე კანდიდატია. მბაპეს ძალიან კარგი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად არის იმის გარანტია, რომ ის ნომინანტებს შორის იქნება. გამოვარჩევდი როდრისაც, რომლის გარეშეც ესპანეთის წარმატება აშშ-ს მუნდიალზე უბრალოდ არარეალური იქნებოდა.
ცხადია, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატით, ევროთასებსა და ტოპ ლიგებში დაფიქსირებული შედეგებიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ მხრივ არ შეიძლება პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეების უყურადღებოდ დატოვება, ვიტინიასა და დუეს გამოვარჩევდი", - განაცხადა პორტუგალიელმა ექს-ვინგერმა.












