იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში სერია ა-ს ლიდერი ნაპოლი საკუთარ მოედანზე ლეჩეს დაუპირისპირდება.
იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს ამ მატჩისთვის ახალი ჩანაფიქრები აქვს და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლეჩესთან ვერ ითამაშოს.
საქმე იმაშია, რომ თუ ნაპოლი 26 ოქტომბერს ლეჩესთან თამაშობს, ზუსტად 3 დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩი მილანთან აქვს. კონტე კი ლეჩესთან შემადგენლობის შედარებით გადახალისებას ფიქრობს, რათა ამ მჭიდრო გრაფიკს ფეხბურთელები კარგად მოერგონ.
იტალიელი სპეციალისტი კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დასმას და საჭიროების შემთხვევაში, მის მეორე ტაიმში შემოყვანას გეგმავს. სავარაუდოდ, მის ადგილს დავიდ ნერეში დაიკავებს.
ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.