სომხეთთან მოგებულ 3:0 მატჩში საქართველოს ნაკრებს შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეშვილმა უკაპიტნა.
მატჩის შემდეგ, კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და თავის სადებიუტო კაპიტნობაზეც ისაუბრა.
"ძალიან მიხარია, რომ ასე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ჩემი პირველი თამაში იყო კაპიტნის რანგში და 3:0 მოვიგეთ. თამაშსაც ვაკონტროლებდით. ახლა კი საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
როგორ შევაფასებდი ჩვენს გულშემატკივარს? - ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივრებს 10-ბალიანი სისტემა არ ჰყოფნით", - განაცხადა კიტეიშვილმა.