ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, არსენალთან დაპირისპირების დროს, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. რეალის 26 წლის ფორვარდმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე, კოჭის არეში მიიღო, რის გამოც დიდი შანსია საკუთარ გუნდს რამდენიმე მატჩი ვერ დაეხმაროს.
პირველადი ინფორმაციით, კილიან მბაპემ შეიძლება ესპანეთის თასის ფინალიც გამოტოვებს. შეგახსენებთ, კოპა დელ რეის ფინალი 26 აპრილს, 23:55 საათზე დაიწყება.
ფრანგი ფეხბურთელი დამატებით გამოკვლევებს უახლოეს საათებში გაიკეთებს, სადაც ტრავმის სიმძიმე ბოლომდე გაირკვევა.








