Sofascore.com-ის ოფიციალური გვერდი, ერთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 10-ქულიანი სისტემით 8.8 ქულა დაიმსახურა.
23 წლის ფეხბურთელმა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა. ხვიჩამ თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ჩვენმა ნაკრებმა კი მეტოქე 4:1 დაამარცხა.
იხილეთ სიმბოლური გუნდის საუკეთესო თერთმეტეული: