28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანული კაპაზი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანის მეორეადგილოსან გუნდში, ზირაში გააგრძელებს, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.
ჩვენივე ცნობით, ქართველი შემტევი ხვალ სლოვაკეთში გაფრინდება, სადაც ამჟამად ზირა იმყოფება და დუნაისკა სტრედასთან თამაშის შემდეგ, გუნდთან ერთად აზერბაიჯანში დაბრუნდება.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზირა დუნაისკა სტრედას უპირისპირდება, გუნდმა პირველი მატჩი 4:0 მოიგო. 1 აგვისტოს სლოვაკეთში განმეორებით მატჩს გამართავენ.
ზირაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი თამაშობს, რომელმაც დუნაისკასთან გამართულ პირველ მატჩში დუბლი გაიფორმა.
ცნობისთვის, პაპუნაშვილს საქართველოს ნაკრებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.