ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ნაპოლის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, კასანო კვარას დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის მის ქებაშია.
"კვარაცხელიას ბოლო პერიოდში უფრო მეტი გოლი გააქვს, ვიდრე სპალეტის დროს, მაგრამ ფაქტია, ის აღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც აქამდე იყო. იგულისხმება თამაშის სტილი.
მასთან მიმართებაში ერთი კითხვა მიჩნდება და იმედია, პასუხს მივიღებ: არის თუ არა კვარა კონტეს ტაქტიკის მსხვერპლი და მისი ასეთი თამაში ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის სასარგებლოა თუ პირიქით, ზღუდავენ მის შესაძლელობებს?", - განაცხადა კასანომ.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ნაპოლი სატურნირო ცხრილის ლიდერია, კვარას ანგარიშზე კი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.