სეზონის განახლების შემდეგ, საბოლოო ჯამში, კლუბმა 5 000-ზე მეტი მაისური გაყიდა, რაც გაყიდვების 30%-ით ზრდას ნიშნავს. მაისურების გაყიდვის მხრივ, ბუდუ ზივზივაძეზე წინ მხოლოდ გუნდის ახალი კაპიტანი, გერმანელი მარვინ ვანიჩეკია. ვარაუდობენ, რომ 11-ნომრიანი მაისური კიდევ უფრო მოთხოვნადი მას შემდეგ გახდა, რაც ქართველმა თავდამსხმელმა ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, მატჩის გადარჩენა შეძლო.
გაყიდვებმა ასევე აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში, გულშემატკივარს, ყველაზე მეტად კლუბის საშინაო, ლურჯი მაისური მოსწონს, შემდეგ - თეთრი გასვლითი ფორმა, ბოლო - შავი მაისურია.
2 მატჩის შემდეგ, ბუნდესლიგა 2-ში კარლსრუეს 4 ქულა აქვს (1 გამარჯვება / 1 ფრე) და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.








