ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული თავის კარიერაში პირველად გახდა.
ფინალში ის ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი 6:2 დათმო, თამაშის ემობრუნება მაინც შეძლო.
ალკარასმა მეორე სეტი 6:2 მოიგო, ჯოკოვიჩს ბრეიკი მესამე სეტშიც გაუკეთა და 6:3 იმარჯვა, ბოლო სეტში კი თანაბარი თამაში იყო, სადაც სერბს ძალები აღარ ეყო და 7:5 დამარცხდა.
22 წლის კარლოს ალკარასი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 4-ვე დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო.
History 🏆
— #AusOpen (@AustralianOpen) February 1, 2026
Career slam complete, take a bow @carlosalcaraz 🇪🇸@wwos • @espn • @tntsports • @wowowtennis • #AO26 pic.twitter.com/pd7ye35TTq












