პირველ ტაიმში გუნდებმა გოლების გატანა ვერ შეძლეს, ანგარიში კი 54-ე წუთზე სტუმართა ცენტრალურმა მცველმა, კალულუმ გახსნა. 78-ე წუთზე რეტეგიმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
20 მატჩის შემდეგ, ატალანტას 43 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო იუვენტუსი 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. გასპერინის გუნდი მომდევნო ტურში ნაპოლის უმასპინძლებს, ხოლო იუვენტუსი მილანს მიიღებს.








