უკანასკნელ დღეებში ინტერნეტ სივრცეში აქუალურია ფრაზა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლების წინ ლონდონის ჩელსის შესახებ თქვა. საქმე ეხება ყოფილი შვედი ფორვარდის "არისტოკრატებში" ტრანსფერს:
"მათ ჩემი გაფორმება არ შეუძლიათ. კარიერის მანძილზე ამ კლუბზე მეტი ტიტული მოვიგე. მე უნდა გავიფორმო ჩელსი და არა პირიქით", - აცხადებდა მილანის ექს-შემტევი.
აღნიშნულმა ფრაზამ მოაღწია ჯონ ტერიმდე, რომელმაც 43 წლის ყოფილ თავდამსხმელს წაკბინა - "არ გადმოვიდა ლონდონში, რადგან სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდოდა", - დაწერა ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა, შემდეგ კი დიდიე დროგბა მონიშნა. ექს-კაპიტანს ამით უნდოდა იმის თქმა, რომ "არისტოკრატებში" გადასვლის შემთხვევაში, იბრა ივუარელი ფორვარდის დუბლიორი იქნებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილმა შვედმა თავდამსხმელმა "ლურჯებთან" თავისი კარიერის განმავლობაში შვიდი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. გამოსარჩევია 2016 წლის 9 მარტს გამართული მატჩი სტემფორდის ბინადრებსა და პარის სენ-ჟერმენს შორის, რომელშიც ზლატანმა გაიტანა გოლი და თავის ანგარიშზე ასისტიც გაიფორმა. პსჟ-მ 2:1 მოიგო.