ახლოვდება ოქროს ბურთის დაჯილდოება, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. ფავორიტებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც...მართალია, მუნდიალზე თამაშის გარეშე, მაგრამ იდეალური სეზონით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. საფეხბურთო სამყაროში ავლებენ პარალელს ქართველ ვინგერსა და ქარიმ ბენზემას შორის.
ფრანგი თავდამსხმელის ოქროს ბურთს არ ჰქონდა არავითარი სანაკრებო ბექგრაუნდი, ის თავიდან ბოლომდე ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება. მადრიდის რეალის 2021/2022-ის სეზონის ტრიუმფში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ფუნდამენტური როლი ითამაშა სწორედ ალ-ჰილალის ამჟამინდელმა ფორვარდმა, ისე როგორც საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა გასულ სეზონში.
თავად "სამეფო კლუბის" ყოფილი ცხრიანი ოქროს ბურთის კრიტერიუმს აფასებს ასე - "ჩემთვის გამარჯვებული არის ის, ვინც არა მხოლოდ იტანს, არამედ ქმნის კიდეც. რთულ მომენტებში გუნდს მიუძღვის და საქმე მხოლოდ გოლებში არაა. ეს არის ნაზავი: შედეგი, ტიტულები, მოედანზე ქცევა...ყველაფერს მოიცავს".












