UFC 308-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. მოქმედმა ჩემპიონმა ჰავაელი მეტოქე მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
გარდა ქართველებისა, თოფურიას ამ ისტორიულ წარმატებას გავლენიანი უცხოური გამოცემებიც ეხმაურებიან:
"ილია თოფურიამ საქმეში დაამტკიცა ის ყველაფერი, რასაც ბოლო დღეებში ამბობდა!" - Yahoo Sports
"თოფურიამ შეძლო და ჰოლოვეის ისტორიაში პირველი ნოკაუტის გემო გაასინჯა", - BBC
"ილია თოფურიამ სიტყვა შეასრულა, თან თავის სტილში გაიმარჯვა - უძლიერესი დარტყმა და ნოკაუტი" - bleacherreport
"UFC-ის ლეგენდის წინააღმდეგ თოფურიამ შოუ დადგა" - eurosport
"2 რაუნდის დაზვერვის შემდეგ, თოფურიამ მეტოქე დაანოკაუტა", - independent