2024 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული იგა სვიონტეკი გახდა — 23 წლის პოლონელმა ფინალში ჯასმინ პაოლინი 2 სეტში დაამარცხა.
როლან გაროსის ფინალური დაპირისპირება მსოფლიოს N1 ჩოგბურთელის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით, 6-2, 6-1 დასრულდა.
იგა სვიონტეკმა საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მეოთხედ მოიგო, ხოლო მის ანგარიშზე ჯამში 5 გრანდ სლემის ჩემპიონობაა. როლან გაროსის გამარჯვებული ხვალ კაცებში გაირკვევა — ფინალში ზვერევი და ალკარასი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.