ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იბერიასა და სლოვან ბრატისლავას შორის.
მატჩის წინ პრესკონფერენცია სლოვან ბრატისლავას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა იაია ტურემ გამართა.
"იბერიას თამაში გავაანალიზეთ და ძალიან კარგი გუნდია. საინტერესო მატჩი გველის, მათ ფლორასთან კარგი შეხვედრები ჩაატარეს და მათი დამარცხენა ადვილი არ იქნება.
იბერიას პატივს ვცემთ. ვფიქრობ, ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი მაინც არაფერი იქნება და ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა.
მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტი მექნება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და მოუთმენლად ველოდები", - განაცხადა ტურემ.












