ეროვნული ლიგის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც იბერია ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში დიეგო დეისაძემ გახსნა, თუმცა პაატა ღუდუშაურმა პირველი ნახევრის დასასრულს ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დინამო ბათუმმა, აჭარლებმა შინ სამგურალი 3:1 დაამარცხეს, გოლის ავტორები კოხრეიძე, კალანდარიშვილი და კობახიძე არიან, სამგურალის მხრიდან კი გოლი ლევან პაპავამ გაიტანა.
გორის დილამ ტყიბულის მეშახტე სტუმრად შოთა შეყილაძის დუბლით 2:0 დაამარცხა.








