კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია ალბანურ პარტიზანს დაუპირისპირდა და ორმატჩიან ბრძოლაში ბარიერი გადალახა.
პირველი შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც იბერიამ მეტოქე კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაამარცხა და სტუმრად მათი მიზანი კარის დაცვა იყო.
შეიძლება ითქვას, იბერიამ ამ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა, სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა და კონფერენს ლიგის მესამე რაუნდში გავიდა.
შემდეგ ეტაპზე იბერიას მეტოქე თურქული ბაშაკშეჰირი იქნება. პირველი შეხვედრა თბილისში 8 აგვისტოს, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თურქეთში შედგება.
სამწუხაროდ, ქუთაისის ტორპედო ომონიასთან გავარდა და იბერია ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც წლევანდელ ევროტურნირებზე შემოგვრჩა.