ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა რობერტ პირესისთვის მოაწყო ჩელენჯი - იდეალური გარემარბის შედგენა. ვეტერან ფეხბურთელს უნდა აერჩია რამდენიმე კრიტერიუმი ლამინ იამალის, მაიკლ ოლისესა და დეზირე დუეს თვისებებისგან. ფრანგ ექს-ვინგერს გაუჭირდა პასუხების გაცემა, მაგრამ საბოლოოდ თავისი ვერსია მან მაინც გააჟღერა.
ესპანელი შემტევისგან ლონდონის არსენალის ყოფილმა გარემარბმა აიღო დრიბლინგი და პოტენციალი, მიუნხენის ბაიერნის ფლანგელისგან - დარტყმა და მენტალიტეტი, პარის სენ-ჟერმენის ვინგერი კი მან პასის კრიტერიუმით გამოარჩია.
🚨🗣️ Robert Pirès chooses between Doué, Yamal and Olise based on dribbling, shooting, passing, mentality and potential !pic.twitter.com/5M07g0vhzW
— Bayern Focus (@FCBayernFocus) February 3, 2026






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





