ლონდონის არსენალის ყოფილმა შემტევმა, რობერტ პირესმა ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერი შეაფასა. ვეტერანმა გარემარბმა ასევე ისაუბრა პსჟ-ს შეტევის მარცხენა ფლანგზე არსებულ კონკურენციაზე, სადაც ქართველი ვინგერის მეტოქე ბრედლი ბარკოლა იქნება.
"ენრიკეს ძალიან გაუჭირდება არჩევანის გაკეთება კვარაცხელიასა და ბარკოლას შორის. ეს სიტუაცია მაგონებს არსენალში გატარებულ პერიოდს, როდესაც ვენგერმა ჩემს პოზიციაზე რეიესი იყიდა. მე ვიყავი გამოცდილი და ლონდონში დამკვიდრებული მოთამაშის ამპლუაში, ის კი გუნდის ახალი სახე იყო. ვნახოთ, რა იქნება ხვიჩასა და ბრედლის მიმართებაში.
ფრანგი შემტევი გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ახალი ის გადაიღალა. ფეხბურთში ეს ნორმალურია. ქართველი გარემარბი სწორედ იმისთვის იყიდეს, რომ პარის სენ-ჟერმენს დაეხმაროს მაშინ, როდესაც გუნდს პრობლემა ექნება", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა ვინგერმა.