გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, ბოლო ინტერვიუში 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა.
"იამალი? ის გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა მიუხედავად დიდი წარმატებისა, ეს იამალის წელი არ ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატზე იმ დონეს ბოლომდე ვერ მიაღწია, რაც წარსულში ჰქონდა და რასაც ამ სეზონშიც კვლავ აჩვენებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას გამარჯვების შანსი არ აქვს. იამალს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. ვფიქრობ, ტიტულები გადამწყვეტ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ იამალის შანსებს მბაპესთან შედარებით უფრო მაღლა ვაყენებ, რომელსაც წელს არც რეალ მადრიდთან და არც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არაფერი მოუგია.
თუმცა, მე მაინც ჰარი კეინს მივიჩნევ ფავორიტად. მან ოქროს ბუცი მოიგო და როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა. გარდა ამისა, მან ბაიერნთან ერთად ორი ტიტული მოიგო და როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.“












