2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრების ბოლო საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მძიმე წონაში ვიცე-ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა — 30 წლის ქართველმა ფინალამდე 4 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამრიგად, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.








