
როგორც შევიტყვეთ, საბა 2012 წლის 15 თებერვალს, ესპანეთში დაიბადა და ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო / ესპანეთი) აქვს. გამართულად საუბრობს როგორც ქართულ, ისე ესპანურ ენაზე. საქართველოსთან კავშირს არ კარგავს და თავისუფალ დროს მშობლიურ მხარეს სტუმრობს, სადაც მას ბებია და ბაბუა ელოდებიან. გამონაკლისი არც მიმდინარე ზაფხული ყოფილა. საბა, ოჯახთან ერთად საქართველოს ივლისში, 2-კვირით სტუმრობდა.
შევიტყვეთ ისიც, რომ საბა სევილიას აკადემიაში 2021 წლიდან ირიცხება. თამაშობს მარცხენა შემტევად და მარცხენა მცველად.

აღსანიშნავია, რომ საბას 1 წლით დიდი ძმა, გაბრიელი ჰყავს, რომელიც ასევე ფეხბურთელია და ამ ეტაპზე, ქალაქ სევილიას გუნდში - პელოტეროსში ირიცხება.








