იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი კალიარისა და ნაპოლის შორის, სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:4 დასრულდა.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედები ნეაპოლელთა შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ იყვნენ. ანგარიში დი ლორენცომ ლუკაკუს გადაცემით გახსნა.
ბელგიელმა ფორვარდმა საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიასაც გაუკეთა. გოლიდან რამდენიმე წუთში, კვარამ ლუკაკუს ვალი დაუბრუნა და ასისტი მიითვალა.
შეხვედრას საბოლოოო წერტილი ბონჯორნომ დაუსვა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა.
4 ტურის შემდეგ, ნაპოლის 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.