ეროვნული ლიგის ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს იბერია და გაგრა დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, გაგრელები კარს კარგად იცავდნენ, თუმცა 84-ე წუთზე მატჩის გმირი ამირან ძაგანია გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და იბერიას 1:0 მოაგებინა.
ამ გამარჯვებით იბერიამ 59 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ასევე 59 ქულა აქვს დინამო ბათუმსაც, თუმცა იბერიას ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, იბერიას კი შანსი აქვს, ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდეს.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


