ოფიციალურად: FIFPRO-ს წლის სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა თავდამსხმელებს შორის არაერთი ვარსკვლავის ჩამოტოვება შეძლო. გამოკითხვაში, რომელშიც 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა, კვარაცხელიას ხმების 14.4% ერგო და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი ჰარი კეინი ოქროს ბურთის პირველი მფლობელი გახდა, რომელიც FIFPRO World 11-ის მიღმა დარჩა. თავდამსხმელებს შორის მას კილიან მბაპემ (46%), ლამინ იამალმა (37.4%), ლიონელ მესიმ (29.5%) და ერლინგ ჰაალანდმა (28.4%) აჯობეს, თავად ინგლისელმა კი ხმების 27.6% მიიღო.
რაც შეეხება FIFPRO World 11-ის საბოლოო შემადგენლობას, წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

როგორ გადანაწილდა 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელის პროცენტული მაჩვენებელი 2026 წლის FIFPRO-ს მამაკაცთა სიმბოლური ნაკრების არჩევისას?
How 19,806 professional men’s footballers voted for the 2026 FIFPRO Men’s #World11 📊 https://t.co/Exd0tK0V4g
— FIFPRO (@FIFPRO) November 9, 2026









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


