ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ დინამო თბილისის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
"დინამოს, მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი, თუმცა იყო დროული.
დინამო ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი, გუნდი სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ", - წერს კანკავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის კანკავა დინამო თბილისს გასულ წელს შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში ორი სეზონი გაატარა.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


