ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, ელ კლასიკო შედგა, სადაც ბარსელონამ რეალს უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში 4-3 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მბაპემ მე-5 წუთზე გახსნა და სტუმრები დააწინაურა, ხოლო ზუსტად 9 წუთში დუბლი გაიფორმა. მე-19 წუთზე, გარსიამ ერთი ბურთი გაქვითა, 32-ე წუთზე იამალმა გაათანაბრა. 2 წუთში კი რეალის კარი რაფინიამ აიღო და მასპინძლები წინ გავიდნენ, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რაფინიამ დუბლი გაიფორმა და ბარსელონა შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა — 70-ე წუთზე, კილიან მბაპემ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 4-3 დააფიქსირა.
ბარსელონა 4-3 რეალი
გოლები: 0-1, 0-2 მბაპე (5', 14'), 1-2 გარსია (19'), 2-2 იამალი (32'), 3-2. 4-2 რაფინია (34', 45'), 4-3 მბაპე (70')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 82 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და რეალს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი ესპანიოლს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული გახდება.








