დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი და საქართველოს ნაკრებს ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს.
მსოფლიო პირველ საჭიდაო დღეს, 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
გიორგი სარდალაშვილმა ასპარეზობა ისრაელელი აშპიზის დამარცხებით დაიწყო, ხოლო შემდეგ ეტაპზე პორტუგალიელ ფერნანდეშს აჯობა და 1/4 ფინალში გავიდა. ქართველი ძიუდოისტი 1/4 ფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ ნაგაიამასთან დამარცხა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ფრანგ ვალადიე პიკარს აჯობა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17 საათზე აიღებს სტარტს.












