სულ რამდენიმე წუთის წინ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ტუხელის გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან განაცხადში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
გერმანელმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"ფოდენის, პალმერისა და გიბს-უაითის განაცხადში არ ყოფნა? რამდენიმე რთული სატელეფონო საუბარი შედგა. ზოგ შემთხვევაში ეს უბრალოდ პოზიციური ბალანსის საკითხი იყო — იმისთვის, რომ დაბალანსებული შემადგენლობა გვყოლოდა და მუნდიალზე ხუთი ნომინალური "ათიანი" არ წაგვეყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მტკივნეული იყო, ვფიქრობ, ინგლისისთვის სწორი არჩევანი გაკეთდა."








