სულ რამდენიმე წუთის წინ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ტუხელის გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან განაცხადში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
იხილეთ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ინგლისის ეროვნული ნაკრების განაცხადში ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ:
- ჰარი მაგუაიერი (მანჩესტერ იუნაიტედი)
- ლუკ შო (მანჩესტერ იუნაიტედი)
- ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (რეალ მადრიდი)
- ფიკაიო ტომორი (მილანი)
- ლივაი კოლვილი (ჩელსი)
- ლუის ჰოლი (ნიუკასლი)
- კოულ პალმერი (ჩელსი)
- მორგან გიბს-უაითი (ნოტინგემ ფორესტი)
- ადამ ვორტონი (კრისტალ პალასი)
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
- ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი)
- დენი უელბეკი (ბრაიტონი)
- ჯეიმს გარნერი (ევერტონი)








