La Gazzetta Dello Sport: კვარაცხელია და ლუკაკუ ერთად ბევრ სილამაზეს შექმნიან

"კვარა და ლუკაკუ ერთმანეთს მოედანზე გრძნობენ, რაც მნიშვნელოვანია. კონტემ ამ წყვილით ნაპოლის ისევ ის ელფერი დაუბრუნა, რაც საჩემპიონო სეზონში ჰქონდა.
ლუკაკუ გოლებს იტანს, კვარა კი ნაპოლის მთავარი შემოქმედია. "ლუკვარა" ერთად ბევრ სილამაზეს შექმნის", - წერს გამოცემა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ანალოგიური შედეგი აქვს რომელუ ლუკაკუსაც.







