ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობა მთავარი ინსპირაცია გახდა “გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებლის, გიორგი თენაძისთვის, კომპანია სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, “ლოკომოტივისა და “დინამო თბილისის” ძირითადი მხარდამჭერი გამხდარიყო.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეებმა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

გიორგი თენაძე (“გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებელი): „ გასტრონომ ჯგუფის“ მიზანია, ნებისმიერ ახალგაზრდას, სპორტის ნებისმიერ სახეობაში შეუწყოს ხელი და მაქსიმალურად დაეხმაროს მიზნის მიღწევაში, სწორედ ამიტომ, მივეღეთ გადაწყვეტილება, ყოველთვიურად მოგების 10%, თითო გუნდს 5-5% გადავურიცხოთ იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობას დავეხმაროთ მიზნების მიღწევაში."
რომან ფიფია (“დინამო თბილისის” პრეზიდენტი): "უპრეცედენტო ამბავია ეს თანამშრომლობა, რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სხვა ბიზნესმენებს მოუწოდა მსგავსი თანამშრომლობისკენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დინამო თბილისის აკადემიას მსურველთა დიდი ნაკადი მოაწყდა, თუმცა ყველას მიღებას ვერ ვახერხებთ, რადგან შესაბამისი რესურსი არ გვაქვს. საჭიროა მოედნები, ტექნიკური ბაზები და ა.შ. ქართულ ფეხბურთს სჭირდება განვითარება, ამიტომ მოხარულნი ვიქნებით, თუ კერძო სექტორი ბავშვთა აკადემიებში ინვესტიციას ჩადებს."
ლექსო თოფურია (ლოკომოტივის პრეზიდენტი): "ეს თანხა საფეხბურთო აკადემიებს მოხმარდება, ეს საქართველოს ნაკრების წარმატებას უკავშირდება. ამ ყველაფრის სათავეში დინამო თბილისის აკადემია, რომელმაც ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა აღზარდა. ჩვენთვის “გასტრონომ ჯგუფის” ინიციატივა მისასალმებელია და გვიხარია, რომ ლოკომოტივის აკადემია ამ პროექტის ნაწილია."










