ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი დინამო ბათუმი და მოქმედი ჩემპიონი იბერია დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 62-ე წუთზე ანგარიში მაურიდესმა გახსნა, მატჩის მიწურულს კი სხვაობა ორამდე თორნიკე კირკიტაძემ გაზარდა.
დინამო ბათუმმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, იბერია 2:0 დაამარცხა და რუსთავთან ერთად, 43 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.












