ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა საინტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და ვილიარეალი დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა.
62-ე წუთზე ანგარიში დიომანდემ გახსნა, 71-ე წუთზე კი ბელინგემის საოცარი მოქმედების შემდეგ ვინისიუსმა გაიტანა, თუმცა გოლი გაუქმდა და ვინიმ წითელი ბარათი მიიღო.
საქმე იმაშია, რომ გოლამდე ბრაზილიელმა შემტევმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თმაზე მოქაჩა, რაც ვიდეო-რეფერისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
საბოლოოდ, რეალმა საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა და 1:0 მოიგო, ვილიარეალის ქართველი შემტევი ჟორჟ მიქაუტაძე მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.











