კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩი დინამო თბილისსა და მონდორფს შორის, დაძაბული გამოდგა.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ლუექსემბურგში შედგა და დინამოელთა გამარჯვებით 2:1 მორჩა.
თბილისში გამართულ შეხვედრაში დინამო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ცოტა მომენტს ქმნიდა. შეტევა აქტიური თორნიკე კვარაცხელიამ გახადა.
კვარამ პენალტი აიკიდა, რომელიც ბაჰმა გააფუჭა, ახალგაზრდა შემტევს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი კიდევ ჰქონდა.
საბოლოოდ, მეტოქემ ბოლო წუთებზე ერთადერთი მომენტი შექმნა, გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც კვლავ დინამო აქტიურობდა. ბაჰის მიერ მოპოვებულ პენალტს ნინუას გოლი მოჰყვა და დინამო შემდეგ ეტაპზე გავიდა 1:1.
ცნობილია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ჟალგირისს შეხვდება.












