ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-20 გრან პრი მექსიკაში, ერმანოს როდრიგესის სახელობის ავტოდრომზე ჩატარდა და გამარჯვებული ლანდო ნორისი გახდა.
მაკლარენის ახალგაზრდა ბრიტანელმა პილოტმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, პირველობა არავის დაუთმო და მიმდინარე სეზონში მე-6 გრან პრი მოიგო. მექსიკის გრან პრიზე მეორე პოზიცია შარლ ლეკლერმა დაიკავა, ხოლო მესამეზე მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გავიდა.
მექსიკის გრან პრი, TOP 10
After all that excitement, here are our points-finishers in Mexico! 😮💨🇲🇽
— Formula 1 (@F1) October 26, 2025
It's Norris, Leclerc and Verstappen on the podium 👏#F1 #MexicoGP pic.twitter.com/G50sBVUgEB
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლანდო ნორისს 357 ქულა მოუგროვდა, ერთი ქულით გაასწრო თანაგუნდელს, ოსკარ პიასტრის და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. მესამე პოზიციას კი 321 ქულით მაქს ვერსტაპენი იკავებს.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის დასრულებამდე 4 რბოლა არის დარჩენილი — მომდევნო გრან პრი ბრაზილიაში, ინტერლაგოსის ტრეკზე 9 ნოემბერს ჩატარდება.












